LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ეზუგბაია: ახალი პაციენტის შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

135
5e843f93250ea

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს ერთი ინფიცირებული პირი უკვე დადასტურებული დიაგნოზით.

როგორც მან აღნიშნა, ახალი პაციენტის შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება. 

„ჩვენთან არის 36 ინფიცირებული, გუშინ შემოგვემატა ერთი უკვე დადასტურებული  შემთხვევა. ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტი. ასევე მათთან ერთად შემოვიდა შვიდი კონტაქტი, რომელთა კვლევაც ამ დილას ჩატარდება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება, ანუ ჩვენთან მყოფი პაცოენტების კონტაქტებია“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 მოქალაქე რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები