LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ეზუგბაია: დღეს 10 პაციენტზე აღებული ტესტის პასუხები უარყოფითია

314
dec61ccf6172ec6be25d1edb1145fedb

„დილის შემდეგ მონაცემები შეიცვალა. დილას თუ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო, ახლა არის 79,”-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, ახალი პაციენტები კოვიდის მიმღებ სხვა ცენტრებში არიან მოთავსებული.

ეზუგბაიას თქმით, დღეს მათ კლინიკაში 10 პაციენტზე აიღეს ტესტი. ათივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.

„დღეს დილით აღებული იყო 10 ნიმუში და ათივე ტესტის პასუხი უარყოფითია. დღის პირველ ნახევარში გამოკვლეული ათივე პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ახალი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრში არ გვაქვს. გვრჩება ისევ 34 პაციენტი უცვლელი სტატუსით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ხვალ დილისთვის კლინიკაში კიდევ ათი პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები