LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილის ქუჩაზე მამა-შვილი დაჭრეს

555
1576082640410341

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთს წვივის მოტეხილობა აქვს, მეორეს კი ოპერაციისთვის ამზადებენ.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი, რომელთაც აღენიშნებათ ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყებებული ჭრილობები. პაციენტები არიან 25 და 52 წლის მამაკაცები. ჩაუტარდათ გამოკვლევები. ერთ-ერთ პაციენტთან გამოვლინდა მცირე წვივის მოტეხილობა. საჭიროებს სტაციონარში მოთავსებას დაკვირვებისა და მკურნალობის მიზნით. ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ოპერაციისთვის მზადდება ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც ამბობენ, დაშავებულები მამა-შვილი არიან“, – აცხადებს რეანიმატოლოგი სულხან სამხარაძე.

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. შსს-ს ცნობით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით არის დაწყებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები