LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თავს დაესხნენ

78
B226A23B-FE7F-4AA2-A3C7-43FB2406FF43

მარჯანიშვილის მოედანზე, გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა ბაჩილავას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ დაზარალებული მედიასთან თავად საუბრობს.

მისი აზრით, ანგარიშსწორების მსხვერპლი, სავარაუდოდ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გახდა.

ანგარიშსწორებას წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღვოდა.

„სახლში შესასვლელად კოდს ვკრეფდი, ორი თუ სამი ადამიანი იყო, ზუსტად არ მახსოვს, შენი მიშას დედაო, შემომატრიალეს და სახეში ჩამარტყა დუბინკასავით რაღაც. ორმა დამარტყდა და წავიდნენ. პირბადე ეკეთათ, კეპი ეფარათ, ერთს ჰუდი,“- განაცხადა „მთავარ არხთან“ საუბრისას ნიკოლოზ ბაჩილავამ. 

დაზარალებულის თქმით, სამართალდამცველებს ის არ გამოუკითხავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები