„დღევანდელი ინტერვიუ რადიო „ფორტუნასთან“, – ასეთი წარწერით აქვეყნებს კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი საკუთარი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე რადიო „ფორტუნას“ სტუდიაში გადაღებულ ფოტოს. ის ამჟამად რადიოჰოლდინგში იმყოფება, სადაც იტნერვიუ მისცა თათა სადრაძეს, აგდაცემაში „არტ FM“.

შეგახსენებთ, რომ მარკ მარტელი საქართველოში გუშინ ღამე ჩამოვიდა. დღეს დილას მან მიიღო მონაწილეობა „ოქროს ტალღის“ პრესკონფერენციაში, რომელიც სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ გაიმართა. შემდეგ „ბრავო რეკორდსში“ რეპეტიცია გაიარა ბენდთან, ქართველ ბექვოკალისტებთან და გორის ქალთა გუნდთან ერთად. ახლა კი ის რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ იმყოფება სტუმრად, სადაც ჯერ ინტერვიუ მისცა, მჟამად კი თანამშრომლებს ეცნობა.

მარკ მარტელს 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე, „ოქროს ტალღის“ ცერემონიაზე ვიხილავთ, სადაც ლეგენდარული „ქუინის“ ყველაზე ცნობილ სიმღერებს შეასრულებს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები