LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში დაპირისპირების შედეგად დაშავებულ გირჩის წევრს ტვინის შერყევა აქვს

56
vfqsms7jda

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, 83-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად დაშავებულ გირჩის წევრს ტვინის შერყევა აქვს.

ავერსის კლინიკი ექიმის განცხადებით, მას სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა კლინიკაში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

როგორც ყიზილაჯლოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა, დაპირისპირება მოჰყვა გირჩის წევრის მხრიდან იმის მითითებას, რომ უბანზე არარეგისტრირებული პირი შევიდა.

ყიზილაჯლოს 83-ე უბანზე “გირჩის” წარმომადგენელს, ირაკლი ქველაძეს სცემეს. ქველაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები