LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტიდან თბილისი-სტამბოლის ავიარეისები ყოველდღიური იქნება

97
f7

თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines საქართველოს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით უბრუნდება.

„გაცნობებთ, რომ თებერვალში თბილისიდან სტამბოლში გამგზავრება შესაძლებელი იქნება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას (გამონაკლისია 6 თებ.)

მარტიდან კი ყოველდღიურად! ავიაბილეთები თბილისიდან სტამბოლისკენ – 57 ევროდან, თბილისიდან სტამბოლის გავლით, თურქეთის ქალაქებზე – 43 ევროდან, სხვა ტრანზიტულ მიმართულებებზე 88 – ევროდან.

ავიაბილეთების დასაჯავშნად და სამოგზაურო რეგულაციებზე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: ნომერზე 0322400040, ან მოგვწერეთ ფეისბუქის საშუალებით“, –  წერია Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ს (გასა) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები