LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლაც „ეპოქალური ადამიანი“ ბრძანდებით – ამირან გამყრელიძეს კოლეგები ემოციურად ემშვიდობებიან

127
ნინო მამუკაშვილი ამირქანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო მამუკაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე ამირან გამყრელიძეს ემშვიდობება და მადლობას უხდის.

„ბატონო ამირან,

წილად მხვდა ბედნიერება ამ ათი წლის განმავლობაში თქვენს გვერდით ვყოფილიყავი ყოველდღიურად, მესწავლა და დამენახა თქვენგან ქვეყნისადმი და თითოეული ადამიანისადმი სიყვარული, მათზე ფიქრი და ზრუნვა, საქმისადმი სიყვარული და პასუხისმგებლობა. ამისთვის უფალს მადლობას ვწირავ.

მადლობას გიხდით ყველაფრისათვის: დიდი ადამიანობისთვის, უკიდეგანო განათლების, სიღრმისეული ცოდნის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის გაზიარებისათვის და სწავლისათვის, თავმდაბლობისთვის, იმ სიყვარულისათვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანის მიმართ იჩენდით, მომავალ თაობაზე ზრუნვის, მათი განათლების და განვითარებისათვის, თქვენი ღირსებისთვის.

თქვენს გვერდით ყოფნა ხომ საამაყო და სასიამოვნოა.

სულ ვფიქრობდი ყველა დადებითი თვისება, როგორ შეიძლებოდა, რომ ამ ერთ ადამიანში იყოს-მეთქი. მაგრამ თქვენ ხომ მართლაც ,,ეპოქალური ადამიანი“ ბრძანდებით.

მოწიწებით, სიყვარულით, პატივისცემით ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

თქვენ ხომ მაგალითი ბრძანდებით მომავალი თაობისათვის.

მეამაყებით! და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისათვის“, – წერს ნინო მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

ჯანმოს მიერ მიღებული პენსია და ქველმოქმედებაში დახარჯული 95 000 ლარი – რა ქონებით ტოვებს ამირან გამყრელიძე თანამდებობას

ამირან გამყრელიძე: “მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ – მე არავის ვუპირისპირდები”

„გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა“ – გამყრელიძე NCDC-ს დატოვების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს და პრიორიტეტებს ასახელებს

“ახალგაზრდების ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ლიდერი! მადლობა Boss” – ამირან გამყრელიძეს კოლეგები ემოციურად ემშვიდობებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები