LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტო მე აღარ მჯერა აღარაფრის?! დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას თუ უარესი გველოდება?

312
106031365-303657714144797-2049523475711945886-n

ნუკი კოშკელიშვილი პანდემიის პირობებში გადაღებულ ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე მისი მეუღლე ბენი ტელეფონში ჩანს, ვიდეოზარით, რადგან ის ამერიკაშია.

ნუკი კოშკელიშვილი წერს, რომ აღარაფრის სჯერა და ჰგონია, რომ “რაღაცეებს ატყუებენ”.

“ალბათ, გაგვეცინება წლების მერე რომ ვნახავთ ამ ფოტოს. კორონას ეპოქამ თავისი ქნა… არა მე ახლაც მეცინება, თან რომ ვპოზირებდით გადაღებისას. ეჰჰ, მარტო მე აღარ მჯერა საერთო აღარაფრის?! ხელებს ვიბან, დისტანციასაც ვიჭერ, მაგრამ მაინც მგონია რომ ზემოდან რაღაცეებს გვატყუებენ, არა ჩვენები კი არა, მთლად ზემოდან ან ამერიკა ან რუსეთი ან ჩინეთი ან ყველა ერთად. ისე მაინტერესებს 100 წელი რომ გავა რა დაიწერება ისტორიის წიგნში… “ ეს იყო საშიში გრიპი” თუ “ეს იყო მესამე მსოფლიო ომის ახალი ფორმა და გაკეთდა ამისთვის და ამისთვის…”. ან კიდევ რამე მესამე ვარიანტი. ჩამოყარეთ თქვენი აზრები, აბა რას ფიქრობთ??? ეს ახალი რეალობაა? თუ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას თუ ჯერ სად ვართ უარესი გველოდება?”- წერს ნუკი კოშკელიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები