LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტო შენთვის: ელიტ ელექტრონიქსი საიმიჯო კამპანიას იწყებს

195

„ელიტ ელექტრონიქსი“ სმარტფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე საიმიჯო კამპანიას „მარტო შენთვის“ იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, XXI საუკუნეში ტექნოლოგიური განვითარება იმდენად სწრაფად მიიწევს წინ, რომ იქმნებიან რობოტები, თუმცა როგორც არ უნდა განვითარდეს ის, ადამიანი მაინც რჩება იდეალურ და უნიკალურ ქმნილებად. სწორედ ამიტომ ადამიანის შესაძლებლობებსა და შეგრძნებებს განსაკუთრებული როლი უჭირავს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.

კომპანიის ინფორმაციითვე, “ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კამპანიის მთავარი მიზანია ახალგაზრდა და ამბიციურ მომხმარებლებს მიაწოდოს მათზე მორგებული პროდუქტი ფუნქციონალური და ტექნიკური კუთხით. კომპანია ორიენტირებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ლიცენზირებული და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება.

„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი მისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება. მაღალკვალიფიციური კონსულტანტები უზრუნველყოფენ გააცნონ დეტალური ინფორმაცია პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფუნქციების შესახებ. https://vimeo.com/213702409”, – აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე მობილურებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმართულებით წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, როგორებიც გახლავთ: Samsung, Apple, Huawei, HP, Alcatel, Lenovo, Acer, Asus და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები