LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელა კაცმა სიყვარულის საპოვნელად ბილბორდზე თავისი ფოტო გამოფინა და მეორე ნახევარიც იპოვა

236
34000008-0-image-a-2-1601899365895

ინგლისის ქალაქის, შეფილდის მკვიდრმა მეორე ნახევრის პოვნის ყველა იმედი რომ დაკარგა, მანჩესტერის ცენტრში ბილბორდი იყიდა და ზედ თავისი ფოტო შესაბამისი წარწერით დაიტანა.

30 წლის მარკ როფი მარკეტოლოგად მუშაობდა და გადაწყვიტა, რომ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამოეცადა. 2020 წლის იანვარში მან სარეკლამო ბანერი, ზომებით 6/3 მეტრთან იყიდა და ასეთი წარწერა გაუკეთა:

„მარტო ხარ? შეხვდი მარკს. შესაძლოა ეს ის ნიშანი იყოს, რომელსაც ასე ელოდი. შემოდი საიტზე DatingMark.co.uk.” – ბანერისთვის მარკმა 425 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

რაც შეეხება თავის საიტს, მარკმა იქ ამომწურავი ინფორმაცია განათავსა. მამაკაცი თავის თავს აღწერდა, როგორც ძალიან ლამაზს და მორცხვს. ბრიტანელს არც სიმაღლის, წონის თუ თვალის ფერის აღნიშვნა დავიწყებია. მან ასევე დააზუსტა, რომ სულ ორი ახლო მეგობარი ყავს და პაემანზე სამ გოგონასთანაა ნამყოფი.

მარკთან პაემანზე წასვლას ათასობით ქალი დათანხმა.

 

ცოტა ხნის წინ კი უიმედო მარტოხელამ საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე ამცნო. ჯერ კიდევ თებერვალში ის შეხვდა გოგონას, რომელიც ბილბორდს ერთ–ერთი პირველი გამოეხმაურა. მთელი ეს პერიოდი ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და მარკს უკვე შეუძლია იმის თქმა, რომ ყურებამდეა შეყვარებული. მისი რჩეული 28 წლის მწერალია და მას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ვინაობის გამხელისგან ბრიტანელმა თავი შეიკავა.

მარკმა ისიც აღნიშნა, რომ მეორე ნახევრის პოვნამდე ის კიდევ 3 გოგონას შეხვდა, თუმცა მალევე მიხვდა რომ ისინი მისი ადამიანები არ იყვნენ.

 

https://www.dailymail.co.uk/news/article-8806331/Single-man-30-launched-billboard-ad-girlfriend-love-writer-28.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები