LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის კანიონმა ევროსაბჭოს ლანდშაფტის ჯილდო მიიღო

108
15380478216709 martvili

მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს კონკურსის, ლანდშაფტის ჯილდოს გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.გამარჯვების შესახებ ოფიციალური უწყება მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნისგან მიიღო.ჯილდოს მიზანია, გაზარდოს სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება ლანდშაფტების ღირებულებასთან და მათ როლთან დაკავშირებით.

„როგორც წერილშია აღნიშნული, მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი პროექტი აღიარა როგორც ერთიანი ქსელის წევრი“, — წერია განცახადებაში. 

დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება. 

პრიზის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული კონკურსი 2008 წლიდან ტარდება და მასში ისეთი ქვეყნების პროექტები იმარჯვებენ, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ა.შ

მარტვილის კანიონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია. 2019 წელს, ის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა. მიმდინარე წლის რვა თვეში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.

პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი ვიზიტორებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს

დაცულ ტერიტორიებს 2017 წელს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 7 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით გაიზარდა. 2017 წლის 7 თვის მონაცემებით, ვიზიტორების 61% (301 557 ვიზიტორი) ქართველი, ხოლო 39% (188 352 ვიზიტორი) უცხოელია. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2017 წლის 7 თვესთან შედარებით 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 45%-ითაა გაზრდილი. უცხოელ […]

მარტვილის კანიონი ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების პროცესებში ჩართულობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. კანიონზე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის აშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ტურიზმი გახდა უსაფრთხო, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები