LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილში, სოფელ ჭყონის ახალგარემონტებულ სკოლაში ჭერის ჩამოშლის მიზეზს სწავლობენ

187
დიდი ჭყონის სკოლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიდი ჭყონის საჯარო სკოლაში, სადაც გაკვეთილის მსვლელობისას ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, სამშენებლო კომპანიამ აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, პაშა გულორდავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და სწავლობენ, რამ გამოიწვია ახლად გარემონტებულ სკოლაში ჭერის ნაწილის ჩამოშლა.

სოფელ დიდი ჭყონის სკოლაში, სადაც სარემონტო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა, 24 ნოემბერს, გეოგრაფიის გაკვეთილზე ჭერი ნაწილობრივ ჩამოიშალა. მეცხრე კლასის გაკვეთილზე მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

წყარო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები