LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ოშაბათიდან განახლდება

233
33619144-1630753903708885-6493219514728054784-o-e1550838721322

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან ეტაპობრივად იწყებს სერვისების მიწოდებას და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება.როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ამასთანავე აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;
  • ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები