LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, დაპირისპირების მიზეზი ეს იყო – ხაშურში მოკლული ქალის ყოფილი მამამთილი

2521
ნათია (1)

ხაშურში მომხდარი მკვლელობა და ბრალდებულის ოჯახის წევრების განცხადებები – დაკავებული ირაკლი დეკანოიძის მამა ყვება, რომ მის შვილსა და მოკლულ ნათია გოგალაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი ქალის მეგობარი მამაკაცი იგორ ანეკეევი იყო

"ქალი რომ კაცის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი

ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მერაბ დეკანოიძე „მთავართან“ საუბარში ამბობს, რომ მამაკაცი მოკლულის შორეული ნათესავია. თავად გოგალაძის ოჯახის წევრები კი ამ ფაქტს უარყოფენ.  

შეგახსენებთ, მკვლელობა ხაშურში 9 ოქტომბერს მოხდა. ყოფილმა ქმარმა 30 წლის ცოლს, ნათია გოგალაძე დაჭრა და ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

“მას აუცილებლად ექნებოდა ოცნებები, ქალებო თავს ნუ მოიტყუებთ – გიორგი კეკელიძე ხაშურში მოკლულ ქალზე 

მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ მალევე დააკავა. მას  13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები