LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ ბერდები, როცა სწავლაზე უარს ამბობ, რადგან მხოლოდ ის ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ვინც მუდმივად ცოდნას იძენს“ – ჰენრი ფორდის ცნობილი გამონათქვამები

10475
ჰენრი ფორდი

ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ჰენრი ფორდი არა მხოლოდ წარმატებული ავტომწარმოებელი, არამედ ბრწყინვალე გამომგონებელი იყო, რომელმაც 160-ზე მეტი გამოგონება დააპატენტა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჰენრი ფორდის  ცნობილ ფრაზებს:

მე ასე მინდა, ამიტომ ასეც იქნება!

მარცხი ყველა წარმატებაზე უკეთესი მასწავლებელია.

საუკეთესო სამუშაო – ჰობია მაღალი ანაზღაურებით.

ადამიანი მხოლოდ ორი მოტივაციით მუშაობს – კეთილდღეობის მოპოვების სურვილით და მისი დაკარგვის შიშით.

ადამიანებს შორის სირთულეებს დანებებული უფრო მეტია, ვიდრე დამარცხებული.

წინაღობები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მიზანს ივიწყებ.

ფიქრი – ყველაზე რთული სამუშაოა, რომლის შესრულება ძალიან ცოტას შეუძლია.

მაშინ ბერდები, როცა სწავლაზე უარს ამბობ, რადგან მხოლოდ ის ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ვინც მუდმივად ცოდნას იძენს.

ხარისხი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, როცა მაშინაც  პატიოსნად მუშაობ, როცა ვერავინ გხედავს.

დროს არ უყვარს, როცა ფუჭად ხარჯავენ.

მარცხი – ყველაფრის თავიდან დაწყების შანსია, თუმცა უკვე შეძენილი გამოცდილებით. მარცხში არაფერია სამარცხვინო, სირცხვილი მარცხის შიშია.

თუ ფული მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების საშუალებაა, მაშინ ვერასდროს გახდები დამოუკიდებელი.

წარმატებული ადამიანი იმ დროს იყენებს, რომელსაც წარუმატებელი საკუთარ მარცხზე დარდში ატარებს.

სწრაფად გამდიდრების გზების ძიებაში, ადამიანები ყოველთვის გვერდს უვლიან ყველაზე მოკლე გზას, რომელიც შრომაზე გადის.

ადამიანს მოქმედების ორი მოტივი აქვს – ერთი ნამდვილი, მეორე კი ის, რომელიც პუბლიკისთვის მოიგონა და ყოველთვის ლამაზად ჟღერს.

საუკეთესო მეგობარი ისაა, ვინც საკუთარი ღირსების გამოვლენაში გეხმარება.