LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშინ, როცა ბაიდენი ურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, ღარიბაშვილს საქართველოს პოზიციის დასაფიქსირებლად ეტყობა დრო არ აქვს: გიორგი კანდელაკი

64
კანდელაკი

“ისეთი დაკავებულია თვითიზოლაციაში მყოფი ღარიბაშვილი, რომ არ სცალია პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკოს, დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია? პრეზიდენტ ბაიდენს სცალია და ღარიბაშვილს არა?” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას გრძნობს, პირველ რიგში, უმაღლეს დონეზე იაქტიურებდა და პრემიერი კიევში ჩავიდოდა კიდეც. კანდელაკის შეფასებით, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადება მნიშვნელოვანია, არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი საკითხის წარმოსაჩენად, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გამოვიყენოთ.

“დღეს, ევროპის უსაფრთხოებაში არსებულ ყველაზე მწვავე საკითხზე – ეს არის რუსეთის სასარგებლოდ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის გადანაცვლებისა და გადახრის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. იმ ლამაზად ჩამოყალიბებული სადღეგრძელოების მიღმა, რომლითაც „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში ჩადიან- ხოლმე.

ამ სადღეგრძელოების მიღმა რეალურად პოლიტიკის ჩამოშლა იმალება. ისეთი დაკავებულია თვითიზოლაციაში მყოფი ღარიბაშვილი, რომ არ სცალია პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკოს, დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია? პრეზიდენტ ბაიდენს სცალია და ღარიბაშვილს არა?”- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ლიდერები ამ საკითხს ეხმაურებიან, საქართველოს  არც განცხადება გაკეთებული არ ჰქონდა.

“ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადების და წარმოქმნილი ზეწოლის შედეგად და არა პროაქტიულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზალკალიანმა თავის უკრაინელ კოლეგას დაურეკა. ეს ზარი იყო მხოლოდ რეაგირება იმ ლეგიტიმურ უკმაყოფილებასა და ზეწოლაზე, რაც  როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ასევე, საქართველოს მეგობრებს შორის წარმოიქმნა,”- აღნიშნა კანდელაკმა და დასძინა, რომ აღსანიშნავია, რომ ეს ზარი  პრემიერ-მინისტრს არ განუხორციელებია.

“ეტყობა პრემიერ-მინისტრის დონე ჩვენს რეგიონში მიმდინარე ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი არ არის. მაშინ როცა ამერიკის პრეზიდენტი ურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ ღარიბაშვილს ეტყობა დრო არ აქვს, ძირითადად ივანიშვილთან ზარებით არის დაკავებული,” – თქვა გიორგი კანდელაკმა.

ამასთან, კანდელაკმა, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შევაჯამოთ ზალკანიანის სატელეფონო საუბარი, რომელიც პოლიტიკოსის აზრით, მოვალეობის მოხდის მიზნით განხორციელებული ზარი იყო, სადაც ოკუპაციის აქტუალიზაციისთვის საჭიროდ გამოყენებული საკითხი ვერ ამოვიკითხეთ. კანდელაკის თქმით, ეს  საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიისა და რუსეთის სასარგებლოდ გადახრის ყველაზე ნათელ მაგალითს ვერ გადაფარავს.

“მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინაში ორმხრივ ფორმატში არ წასულა არცერთი პრემიერ-მინისტრი, არც ერთხელ. იყო მხოლოდ გახარია გუამის ფორმატში, რაც არ ითვლება. გარდა ამისა, საქართველო და უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე ერთ გუნდად არ გამოდიან. საქართველო ამ საკითხს ჩვენი ოკუპაციის აქტუალიზაციისთვის არ იყენებს “,- აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 57 დარღვევა დაფიქსირდა: ეუთო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები