LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი ორი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს

145
8-1520152959-1024x683

მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, ხევში ჩარჩენილი ორი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეები შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, დაახლოებით 15 მეტრის სიღრმის ხევში იმყოფებოდნენ და ამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

ცუდი ხილვადობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა და სპეციალური თოკების დახმარებით, ხევში მყოფი ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/405167086702386/?__xts__[0]=68.ARDgsIvgP2fMr1VNqFi844EV-8o-MoLwg93p4cqFI2NL_tJ_P_30upGTzBHu1hR5TNjXOcM24_EoGZsyhkGPn_oQvcAoZKkN4E85gDyCcbnmuDUZtQ24TkMyXGWB2ya73k_PikFMRcnIHDiGlbIVCe8ffPCSs5LcSKXWraY_i1uJBwFj9t-NrEZzb76J-qqPgKJP5chGFo5Of0JmjhpQE4ivTwyg29erI1hthEZATm179h-pmrpyVFzwHjpFLnXIIabSJqpgNeuCrpClqjabWSSROsSTBPSTXYiODl6QJUia7qowkQ7TDkILFhiHJZmjDRoBSJTUct2hVP2RydHLXFCStANag_61kC_NnA&__tn__=-R

პოპულალურები