LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მდინარე რიონთან, გვირაბში ჩარჩენილი ბავშვები ამოიყვანეს (ვიდეო)

480
pjimage

ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე, გვირაბში ჩავარდნილი ორი არასწრულწოვანი მაშველებმა ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 112-ში შესული შეტყობინების შესვლის შემდეგ, ადგილზე მოზარდების დასახმარებლად, მეხანძრე მაშველები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზდა. ბავშვები გვირაბიდან ამოსვლას და უსაფრთხო ადგილას გადასვლას ვერ ახერხებდნენ.

მაშველებმა, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, ორივე მათგანი უვნებლად ამოიყვანეს.

მოზარდების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.