LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

43
mashveli foti

ფოთში მაშველებმა ზღვაში დაკარგული 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, მამაკაცის ცხედარი ოჯახის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

ცნობისთვის, მამაკაცი ზღვაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. თვითმხილველების ინფორმაცით, მამაკაცი წელამდე წყალში შევიდა, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩართულები იყვნენ მყვინთავები, რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი, გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა, მცურავი საშუალებები და დრონი.

უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა სანაპირო ზოლის მონიტორინგი.

პოპულალურები