LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივი ტესტირება ლენჯერიდან იწყება, რეგიონში სიმშვიდეა, მარაგები საკმარისია, პრობლემები მოგვარებულია – ვიბლიანმა “ფორტუნასთან” ისაუბრა

120
BeFunky-collage (91)

მესტიაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და სპეციალისტების გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გაფართოებული ტესტირება დაიგეგმა. მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დღეს დაიწყო და მომდევნო 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ “ფორტუნასთან” სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ისაუბრა. ნინო ვიბლიანის განცხადებით, პისიარ ტესტირება ჩაუტარდება ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებს და უშუალოდ იმ ადამიანებს, ვისაც შეხება ქონდათ დაავადებულთან. მისი თქმით, ტესტირება ლენჯერის ტერიტორიული ერთეულიდან დაიწყება და მესტიის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სრული შემოწმებით დასრულდება.

“ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით დღეს დაიწყო მასობრივი ტესტირება. პირველი ლენჯერი იქნება და შემდეგ ეტაპობრივად მესტიის მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში მოქალაქეებს სწრაფი ტესტი, ხოლო პისიარ ტესტი მხოლოდ იმ ადამიანებს ჩაუტარდებათ, ვისაც უშუალოდ კონტაქტი ქონდათ ინფიცირებულთან. პროცესი მუნიციპალიტეტში 2-3 დღე გაგრძელდება”, – აცხადებს გუბერნატორის მოადგილე.

“არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება” – რა ვითარებაა მესტიაში

ვიბლიანის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულიად უზრუნველყოფილია საკვები პროდუქტით და მისივე თქმით, პროცესს უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ის აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში რამდენიმე ტონა პრუდუქტის მარაგი არსებობს. ვიბლიანმა ასევე ისაუბრა გუშინ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილის მიერ გამართულ აქციაზე და განმარტა, რომ “პრობლემა მოგვარებულია.”

“მუნიციპალიტეტში საკვები პრუდუქტი საკმარისია. შეზღუდვების დაწესების დღიდან რეგიონში დისტრიბუციას პრობლემა არ შექმნია. საკვები პროდუქტის რამდენიმე ტონა მარაგი გვაქვს. დეფიციტი ნამდვილად არ არსებობს. ამის უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააკეთა. ადგილზე მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა, რომელმაც ამ მიმართულებით აწყობილი და დალაგებული მდგომარეობა დაგვიტოვა. პირადად სამინისტრო კურირებს მუნიციპალიტეტის პროდუქტით მომარაგებას, ამიტომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
რაც შეეხება გუშინ გამართულ აქციას, მოგეხსენებათ, რომ როდესაც შეზღუდვები მოქმედებს, მოთხოვნილებაც მეტია. აქ საკითხი განიხილებოდა იმის თაობაზე, რომ მოსახლეობას შინაური პირუტყვისთვის საძოვრებიდან ზამთრის მარაგის მომზადება სურდათ და ითხოვდნენ სათიბებზე გადაადგილების უფლებას. ამ დროისათვის პრობლემა მოგვარებულია. რეგიონში სრული სიმშვიდეა”, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

უცხოელი ტურისტები “საკარანტინე პერიოდში” ფულს არ გადაიხდიან: მესტია ჩაკეტვიდან ერთი კვირის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 10 აგვისტოს მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ჩაიკეტა მესტია, უშგული, ლენჯერი და მიმდებარე ტერიტორიული ერთეულები. ადგილზე მყოფი 1 500-მდე ტურისტი საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს. ისინი ვისაც სურვილი ქონდა მუნიციპალიტეტი დაეტოვებინა, საკარანტინე პერიოდს სხვადასხვა ქალაქებში გადიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები