LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერისა და ნათია დუმბაძის კლიპი ერთ თვეში 680 000-მა ადამიანმა ნახა (ვიდეო)

2010
natia da masteri

მცირე ხნის წინ, რეპერ მასტერის (გიორგი პავლიაშვილი) და ნათია დუმბაძის პირველ ერთობლივ სიმღერაზე „არ უყურო დროს“ კლიპის პრეზენტაცია შედგა. სიმღერა აქტიურად ტრიალებ ს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოსადგურებში, კლიპის „იუთუბზე“ განთავსების შემდეგ კი, 24 ივლისიდან მოყოლებული, დაახლოებით ერთ თვეში, ის 680 437-მა ადამიანმა ნახა.

კლიპის რეჟისორი მასტერია, სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც მას ეკუთვნის.

დუეტის წარმატების შემდეგ, მასტერი და ნათია უკვე მეორე ერთობლივ კომპოზიციაზე მუშაობენ.

ნათია კი აქტიურად გამოდის სხვადასხვა კორპორატიულ საღამოზე. ის ჯგუფთან Groovers რეპეტიციებს გადის და ხშირად აქვეყნებს ხოლმე საკუთარ ცოცხალ შესრულებებს. ახლახან კი „ფეისბუქზე“ „არ უყურო დროს“ მცირე მონაკვეთი განათავსა, რომელსაც ბენდის თანხლებით ლაივში ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები