LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში: კალაძე მელიაზე

71
FORTUNA.GE (77)

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, ნიკა მელიას მოუწევს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა.

„2019 წლის 20 ივნისს დანაშაული ჩაიდინა, რაზეც პასუხი უნდა აგოს“. – ამბობს კალაძე.

კახა კალაძე განმარტავს, რომ ნიკა მელიას თავისუფლება ან პატიმრობა თავად „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზეა დამოკიდებული.

„მას მოუწევს გირაოს გადახდა. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ის არ გადაიხდის, თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ, გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება პირდაპირ მისი მხრიდან არა, მაგრამ მოხდება. თავის თავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა არ უხარია. როცა დანაშაული გაქვს და ასეთი მძიმე, გვახსოვს, როგორ მოწოდებები კეთდებოდა და ხელმძღვანელობდა ის პარლამენტში შეჭრას, თუმცა შემდეგ გაიპარა და ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ცუდი იყო ის, რაც მოხდა და იმედია, არასდროს განმეორდება”, – აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, 5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს.

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს. მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.

არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ: ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები