LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ- ბატიაშვილი ოპოზიციის აქციებზე

batiashvili

მე როგორც ვიცი, შეთავაზებულია ალტერნატიული გზა. მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ველისციხესთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია, უსაფრთხოების წესებს დაემორჩილოს.

„მე როგორც ვიცი, შეთავაზებულია ალტერნატიული გზა. მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. ძალიან ბევრი სტუმარია ჩამოსასვლელი, მათ შორის უცხოელებიც. უსაფრთხოების მიზნით მიღებულია გარკვეული წესები, ამიტომ ყველა ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესებს. როდესაც ასეთი განსაკუთრებული დღეა და ასეთი განსაკუთრებული სტუმრები გვყავს, ნებისმიერ ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, ვალდებულია დაემორჩილოს უსაფრთხოების წესებს,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სოფელ ველისციხესთან სამართალდამცველები ოპოზიციის კოლონას თელავის მიმართულებით არ უშვებენ. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. ერთმენთს ნიკა მელია და საპატრულო პოლიციის უფროსი დაუპირისპირდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები