LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცდარია, რომ ამაზონი კაცობრიობის მემკვიდრეობა და დედამიწის ფილტვებია – ბრაზილიის პრეზიდენტი

595
Science-AmazonASAP-1125307709

„ამაზონის ტყე ბრაზილიის საკუთრებაა”- ეს განცხადება ბრაზილიის პრეზიდენტმა  გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.

ჟაირ ბოლსონარუსი ამბობს, რომ  ბრაზილიის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს და გარკვეული ქვეყნები პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის ეკოლოგიურ საკითხებს იყენებენ.

„ზოგიერთი ქვეყანა დახმარების ნაცვლად კოლონიალური პოლიტიკის მეთოდებით მოქმედებს. ამაზონის ტყე არაა დაცლილი და არც ხანძრებით არის მოცული.მცდარია, როდესაც ამბობენ, რომ ამაზონი კაცობრიობის მემკვიდრეობაა. ასევე მინდა ვთქვა, რომ მცდარია მეცნიერების მიერ დადასტურებული შეხედულება, რომ ჩვენი ამაზონის ტყე სამყაროს ფილტვებია“- თქვა ბრაზილიის პრეზიდენტმა

ამაზონის ჯუნგლებში, 6 აგვსიტოს გაჩენილი ხანძარი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო. ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტომ 2019 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამაზონის ჯუნგლებში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს ტყის ხანძრების რაოდენობა 83%-ით იყო გაზრდილი.

მალევე  „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს. 14 სექტემბერს აშშ და ბრაზილია ამაზონის ტყეების გადასარჩენად 100 მილიონი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.

ბოლო მონაცემებით, ხანძარმა ამაზონის ტყეში იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში 1,8 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები