LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცენარეების 600-მდე სახეობა გადაშენდა

715
download

ბოლო 250 წლის განმავლობაში ველური ბუნებიდან მცენარეების თითქმის 600 სახეობა გაქრა. ინფორმაცია სრულყოფილ კვლევაზე დაყრდნობით ვრცელდება. ამის შესახებ BBC წერს.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა გადაშენებული მცენარეების მონაცემებს ეყრდნობა. მეცნიერები ამბობენ, რომ მცენარეები 500-ჯერ უფრო სწრაფად ქრებიან ველურ ბუნებაში, ვიდრე ამის მოლოდინი ბუნებრივად იყო.

მაისში, გაერომ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ეწერა, რომ ერთი მილიონი ცხოველი და მცენარე გადაშენების საფრთხის წინაშეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები