LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მცენარეების გამოფრქვევას სასუნთქი სისტემისთვის რაიმე გამაჯანსაღებელი თვისება არ აქვს“ – ბიძინა კულუმბეგოვი დამტვერვის ეფექტზე

1280
kulumbegovi-damtvervissezoni

როგორ იწყება საგაზაფხულო ალერგია, მწვავდება თუ არა ლერგია ვირუსული ინფექციის დროს, მნიშვნელოვანია თუ არა ალერგიული ბავშვებისთვის სპეციალური გარემოს შექმნა, აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე  და რა დროს კეთდება ალერგიის საწინააღმდეგო აცრები  – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში სტუმრად ექიმთან ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. კითხვაზე, ღირს თუ არა დამტვერვის სეზონზე, ანუ წელიწადის ამ დროს ბავშვის გაყვანა მაღალმთიან კურორტზე, ბიძინა კულუმბეგოვი გვპასუხობს:

„ამ კითხვას მშობლები ძალიან ხშირად სვამენ, წავიდეთ თუ არა ყვავილობის დროს დასასვენებლად. ძალიან ბევრი პაციენტი მინახავს, რომელიც წინასწარი შეფასების გარეშე წასულა ყვავილობის სეზონზე ანუ მაშინ, როდესაც მცენარის მარცვლის მტვერი მაქსიმალურად იფრქვევა და უკან გამობრუნებულა რამდენიმე დღის შემდეგ.  აღმოჩნდა, რომ ბავშვს აქვს  სწორედ იმ მცენარეების ალერგია, რომლის ყვავილობის დროსაც ის წავიყვანეთ კურორტზე. რათქმაუდნდა ეს გაუმართლებელია, ბავშვი დადგა რისკის ქვეშ, მას იქ კლინიკური სიმპტომატიკა გაურთულდა, განვითარდა ძლიერი ხველა, ბრონქოსპაზმი და ა.შ. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ალერგია არ გვაქს, სამედიცინო მტკიცებულებითი კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ მცენარეების გამოფრქვევას სასუნთქი სისტემისთვის რაიმე გამაჯანსაღებელი თვისება აქვს, ჩვენ მედიცინაში არ გაგვაჩნია.

გადაცემა ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები