LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირეწლოვანს ძმა სავარაუდოდ მარიხუანას აწევინებს – შსს საქმეს იძიებს [ვიდეო]

1150
Untitled-1

თბილისში, ძმა მცირეწლოვან დას ბოთლიდან სავარაუდოდ მარიხუანას აწევინებს – ვიდეო სოციალურ ქსელში თავად სავარაუდო დამნაშავემ გაავრცელა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს, ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს.

როგორც “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები