LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში „ქართული ოცნების“ კორპორატიული წვეულებაა

285
1-1570799463-cr-640x388

მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში “ქართული ოცნების” კორპორატიული საღამო მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ, „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი” ავრცელებს.  „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კახალაძე, პარლამენტის დეპუტატები და მინისტრთა კაბინეტი.

შეხვედრიდან გამოსული ოცნების დეპუტატები მედიასთან შეხვედრის მიზეზზე ვრცლად არ საუბრონებენ და კომენტარისგან თავს იკავებენ. უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატი რომან კაკულია კი ამბობს, რომ შეხვედრა “ოპოზიციამ დააფინანსა”.

“2030 წლის ბიუჯეტს ვამტკიცებთ. ოპოზიციამ დააფინანსა ნიშნად იმისა, რომ იყოს შერიგება. ისე კაცმა რომ თქვას, ეგ სინამდვილეშიც არ იქნებოდა ცუდი. სამომავლოდ გამოსავალი მარტო მაგაშია”, — განაცხადა რომან კაკულიამ.

ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი კარლო კოპალიანი ამბობს, რომ პარტიას საახალწლოდ “კორპორატიული საღამო” აქვს.

“არაფერი, კორპურატიული საღამოა. არ შეიძლება?”— განაცხადა კარლო კოპალიანმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები