LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთასთან მომხდარი ავარიისას დაშავებული 5 პირიდან, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

131
patruli-sastsrafo-dakhmareba_w_h

მცხეთასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 პირიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, ახალგაზრდა კაცი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლები აღენიშნება, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მამაკაცი ჩვენთან სხეულის მრავლობითი დაზიანებით შემოვიდა, აღენიშნებოდა პოლიტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი დაზიანება, გულმკერდის ტრავმა, ფილტვის ქსოვილის დაზიანება, სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, დაფიქსირდა ასევე ღვიძლის და მსხვილი ნაწლავის დაზიანება. ასევე გაკეთდა ნეიროქირურგიული ოპერაცია თავის ტვინზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსთან”.

მცხეთასთან ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – არის მსხვერპლი

„დაზიანებები აღენიშნება გულ-მკერდის და მუცლის არეში, აქვს შინაგანი სისხლდენა“ – მცხეთასთან მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები