LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცურავი სასტუმრო გაიხსნა – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არქტიკულ აბანოში“ (ფოტოები)

219
85148968-541278199822634-4374820113946247168-n

ზამთრის მბზინვარე მზერით გაჟღენთილი, უღრანი ტყეებითა და ყინულოვანი წყლით გარშემორტყმული – ეს სასტუმრო Arctic Bath-ის ადგილმდებარეობაა, რომელიც შვედეთის ე.წ ლაპლანდიაში გაიხსნა.

უჩვეულო სასტუმროს შესახებ ვრცელ სტატიას CNN Travel აქვეყნებს და მკითხველს Arctic Bath-ის ამსახველ ფოტომასალასაც სთავაზობს.

როგორც CNN Travel წერს, Arctic Bath წრიულ შენობას წარმოადგენს, რომელიც მდინარე ლულეზე მდებარეობს. წყალზე გადასვლა და შენობაში შესვლა ხის ბილიკითაა შესაძლებელი.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არქტიკულ აბანოში – ეს მცურავი სასტუმროა სკანდინავიის ჩრდილოეთით“, – წერს CNN Travel. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს შუაგულში მოწყობილია გიგანტური ყინულის აბანო, თავისი სპა ელემენტებით: საუნა, საცურაო აუზი… სასტუმროში ასევე რესტორანიც დაგხვდებათ. რაც შეეხება ნომრებს, Arctic Bath-ში სულ 12 ოთახია, რომლებიც მდინარის ნაპირებზეა განთავსებული და თითოეული ამ ოთახიდან თვალისმომჭრელი ხედები იშლება.

როგორც ცნობილია, უცნაური ვიზუალის მქონე სასტუმროს აშენების იდეა 2018 წელს გაჩნდა. Arctic Bath-ის არქტიტექტორები ბერტილ ჰარსტრუმი და იოჰან კაუფპი არიან. მათ მიერ შექმნილი საოცარი სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს მუდმივ დიალოგს ბუნებასა და ადამიანის მიერ შექმნილ სტრუქტურას შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები