LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდარი ქვეყნები კორონავირუსისგან დაზღვეულები არ არიან – რას ყვება იტალიაში მყოფი „ფორტუნას“ ჟურნალისტი

194
87461029-502454380466815-3485688272229761024-n

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანო გებრეიუსუსი აცხადებს, რომ „საბედისწერო შეცდომა“ იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის მიიჩნიოს, რომ მას ახალი კორონავირუსი თავს არ დაატყდება, ხოლო მდიდარი ქვეყნები, რომლებიც იფიქრებენ, რომ უფრო უსაფრთხოდ არიან, სიურპრიზებს უნდა ელოდონ.

„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მიიჩნიოს, რომ მას არ ექნება ვირუსის შემთხვევები. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იქნება საბედისწერო შეცდომა. მეტსაც ვიტყვი, თუკი ავიღებთ იტალიას, დიდი 7-იანის წევრს, ეს ნამდვილად გასაკვირი იყო. ასე რომ, ბევრი სხვა განვითარებული ქვეყანაც უნდა ელოდოს სიურპრიზებს“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ვირუსს პანდემიად ქცევის პოტენციალი გააჩნია, თუმცა შიშის დრო არ არის, არამედ „ინფექციის პრევენციისთვის მოქმედებებისა და სიცოცხლეების გადარჩენის დროა“.

 

იტალიაში იმყოფება „ფორტუნას“ ჟურნალისტი თამუნა ქირია. მისი ინფორმაციით, იტალიაში მოსახლეობა კორონავირუსის გამო არ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს და პანიკაში არავინაა. ქუჩაში ნიღბით მოსიარულე ადამიანებს კი კორონას ეძახიან. მართალია, იტალიის ქალაქებში დაკეტილია საჯარო სივრცეები, მაგრამ იმავე მილანში ჩვეულებრივ მუშაობს კაფე-რესტორნები, მაღაზიები, ტრანსპორტი, არიან ტურისტები (მათ შორის ჩინეთიდან) და ცხოვრებაც ჩვეული რიტმით მიდის.

შეგახსენებთ, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები