LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლები ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების აკრძალვას აპროტესტებენ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

257
trujrtju

ელექტრომობილების მფლობელები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ბათუმის საკრებულოს 5 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 1 მაისიდან, ბათუმის ბულვარში მოტოციკლებით, კვადროციკლებითა და ელექტრომობილებით გადაადგილება იკრძალება.

აქციის 100-მდე მონაწილე ნებართვის გაცემას ითხოვს, რომლის მიხედვითაც 300-მდე ელექტრომობილი 10 კილომეტრიან ბულვარში ტურისტების მომსახურებას შეძლებს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს აქვთ რამდენიმეპუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებას მოითხოვენ, მათ შორისაა ელექტრომობილების გადაცემის აკრძალვა არასრულწლოვნებზე, ბულვარის ტერიტორიაზე ბაიკერების გადაადგილების აკრძალვა.

ასევე, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პიროვნებებისთვის ელექტრომობილების გადაცემის აკრძალვა.

მძღოლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გამართეს შეხვედრა, თუმცა უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები