LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლებს ქუჩაში გააჩერებენ და ავტომობილის გამონაბოლქვს შეამოწმებენ – კონტროლი თბილისიდან იწყება

779
გამონაბოლქვი

ახალი ინიციატივა გარემოს დაცვის სამინისროსგან – ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება. ინიციატივაზე გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა.

ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ მათ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინეს და ახლა კანონპროქტზე მუშაობენ.  ის ამბობს, რომ სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საპილოტე რეჟიმში თბილისიდან დაიწყება

თბილისი, რომელიც ისევ შავ კვამლში იხრჩობა - ჩავარდა თუ არა ტექინსპექტირების რეფორმა

გაძვირებული ავტონაწილები და შავი გამონაბოლქვი - ტექინსპექტირების შედეგები!

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, დაგეგმილია სპეციალური აღჭურვილობის შეძენაც. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი, დავითაშვილის თქმით, პარლამენტის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

„დეპარტამენტში განხორციელდა ადამიანური და ტექნიკური რესურსების ზრდა. უწყებას დაემატა 63 ერთეული საპატრულო ეკიპაჟი, მაღალი გამავლობის ბაგები. განხორციელდა თანამშრომელთა ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა, დაგეგმილია მათი დრონებით და ელექტროშოკებით უზრუნველყოფა, რისთვისაც დამატებითი ფინანსური რესურსი იქნება საჭირო“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდიდან დაიწყება საპილოტე პროგრამა და რა სანქციები გატარდება დამრღვევი მძღოლის წინააღმდეგ. ამ თემებზე რადიო “ფორტუნა” ვრცელ მასალას მომავალ კვირას შემოგთავაზებთ.

პოპულალურები