LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმე სენით დაავადებული მუსიკოსი ვატო მაღრაძე გამოჯანმრთელდა და ვაჟის მამა გახდა!..

1368
magradze2011

პაატა ბურჭულაძე სასიხარულო ამბავს ავრცელებს. ის წერს, რომ მუსიკოსი ვატო მაღრაძე, რომელსაც მძიმე დაავადება ჰქონდა, არა მხოლოდ გამოჯანმრთელდა, არამედ მას ვაჟი შეეძინა:

„ძალიან კარგი ამბავი უნდა გაგიზაიაროთ!

ბევრ თქვენგანს ახსოვს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის ვატო მაღრაძის ამბავი. ვატო „იავნანას“ საქველმოქმდო აქციების ერთგული მონაწილე იყო და მას გაკეთებული სიკეთე გაასმაგებულად დაუბრუნდა. ფონდის მარათონს ათასობით ადამიანი შემოუერთდა 2018 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ვატოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

სიკეთემ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და გარდა იმისა, რომ ვატოს სიცოცხლე გადარჩა, მას გუშინ ვაჟი შეეძინა! ვულოცავ მთელი გულით ვატოს და მის მებრძოლ, არაჩვეულებრივ მეუღლეს, რომელსაც მძიმე დღეების მიუხედავად, იმედი არც ერთი წამით არ დაუკარგავს! ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ პატარა მატეო!“

ამავე თემაზე პოსტს აქვეყნებს თამუნა შენგელიაც და წერს, რომ დაბადების დღეზე მიღებული თანხა ვატო მაღრაძეს გადაურიცხა და ამ შესანიშნავი ამბით ძალიან ბედნიერია:

„მაგარი საჩუქარი გამიკეთა ღმერთმა, სამყარომ, კოსმოსმა…. კარმა… არ ვიცი…

ვისაც გახსოვთ, ჩემს ბოლო დაბადების დღეზე, საჩუქრების ნაცვლად ფული გთხოვეთ. თანხებს ვაგროვებდით კარგი ადამიანის, მუსიკოსის, ჩემი ათწლედის მოსწავლის გადასარჩენად, რომელიც 90% სასიკვდილოდ იყო გადადებული.

დღეს გამომიგზავნეს ეს ფოტო.  დღეს, ჩემი დაბადების დღეს,  ვატო მაღრაძეს გაუჩნდა ბიჭი!!!  მატეო! აბა, არაა ეს სასწაული და ბედნიერება?!  წინასწარ რომ მეთქვა მსგავსი რამ, ალბათ დასაცინი გავხდებოდი. ჩვენი წვლილი მცირეა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვიღებთ და ვინაწილებთ ამ საჩუქარს. განსაკუთრებით Rezo Gigineishvili Giorgi Rurua Nika Rurua. ვაახ, რა ბედნიერი ვარ!!! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ღმერთს ვუყვარვარ და მელაპარაკება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები