LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 2019 წელს გამოსაშვები გამოცდის გაუქმების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს – მიხეილ ბატიაშვილი

ბატიაშვილი

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 2019 წელს გამოსაშვები გამოცდის გაუქმების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს გავდივართ. თქვენ იცით, რომ ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით, იქნებიან სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო. ვფიქრობთ, გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული.

მე-11 კლასელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე-12 კლასი მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ გარწმუნებთ, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციას ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ამ კონსულტაციებზე წლევანდელ წელთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ბატიაშვილმა.

როგორც განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე 29 იანვარს გახდა ცნობილი, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები