LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“ – ზურაბიშვილი ევროპარლამენტარს პასუხობს

236
BeFunky-collage (4)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს. „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი ფოტიგას მიერ ქართულ ენაზე გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს და შემდეგ კომენტარს აკეთებს:

„რომ დავაზუსტოთ, მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მე მადლობელი ვიქნებოდი, რომ ეს ფაქტი მხედველობაში იყოს მიღებული, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი კეთდება“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

უბრალო დამთხვევა, თუ კიდევ ერთი უცნაურობა: რატომ იწყალებს პრეზიდენტი ყოველთვის ერთ კაბაში გამოწყობილი

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.”ლეიბორისტების” ოფისში დღეს გამართული გაერთიანებული შეხვედრისა და თითქმის ორსაათიანი კონსულტაციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მთავარი მოთხოვნა კვლავ ძალაშია.

კერძოდ, ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებასაც მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

არჩევანი: კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი - რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

"ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს".

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები