LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია…ხალხს ვთხოვ პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას: მიხეილ სააკაშვილი

460
მიხეილ სააკაშვილი ლიზა იასკო 1111

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების შესახებ წერს და აცხადებს, რომ მისი ყველა წარსული ურთიერთობები დასრულებულია და ამ ეტაპზე მისი პარტნიორი ლიზა იასკოა.

სააკაშვილი საზოგადოებას სთხოვს პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას.

„მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული.

ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ – ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია. მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად თანავცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.

მე ვთხოვ ხალხს პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას, ისევე როგორც სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც კეთილგანწყობით, პატივისცემით ვეპყრობი და მადლობელი ვარ მისი ერთად წარმოუდგენელი ცხოვრებისათვის.

ახლა სრულად ვარ კონცენტრირებული ჩემს ბრძოლაზე. ვაგრძელებ შიმშილობას და გადაწყვეტილი მაქვს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო“, – წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები