LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია: ჩარკვიანი გიორგი ვაშაძეზე

62
Untitled design (3)

პოლიტიკური პარტია “კანონონი და სამართალის” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეს პრემიერობა შესთავაზა, თუმცა მან ალეკო ელისაშვილის გვერდით დგომა არჩია, რაც ჩარკვიანის თქმით, ვაშაძის პრობლემაა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერზე ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა:

“მე გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილისა და ალეკო ელისაშვილის გვერდით იმ დოკუმენტზე ხელისმომწერი, რომელზეც მე და გიორგის ათასგზის გვისაუბრია. ეს ის დოკუმენტი არ არის, ასე რომ ჩემგან ნუ ეწყინება.” – თქვა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. ვაშაძის განცხადხებით, ამ შეთანხმებით საქართველო ევროპას, ევროკავშირსა და ნატოს დაუახლოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები