LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე პირადად აუცილებლად ვიქნები აქციაზე დღეს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად“ – გიორგი ვაშაძე

49
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, მშვიდობიანი პროტესტის ფორმით, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან უნდა დავიხსნათ.

„სკეპტიკური ვარ იმის მიმართ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში გამოვიდეს“ – იაგო ხვიჩია ოპოზიციის აქციას არ შეუერთდება

„მე პირადად აუცილებლად ვიქნები ამ აქციაზე დღეს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად“. აქციები, პროტესტი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც აუცილებელია ახლა გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ მშვიდობიანი პროტესტით მივაღწიოთ და დავიხსნათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან. ისე როგორც არის დღეს ვითარება, ასე ვერ შენარჩუნდება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, თავისუფლების მოედანზე ოპოზიცია აქციას გამართავს. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე უკანონობისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის დასრულების მოთხოვნით, ათიათასობით ადამიანი მივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები