LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ქართულ ენას დედაენით ვსწავლობდი” – პრეზიდენტის დედაენის დღე

356
salomka

სალომე ზურაბიშვილი ,,დედაენის დღის” აღსანიშნავად, ახალქალაქში ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატული პანო საზეიმოდ გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

ზურაბიშვილმა რეგიონში სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენის ცოდნით შეიარაღებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრებაში და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში მოსახლეობასთან საუბარი ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო.

„დღეს სახელმწიფო ენის დღეა. მინდა დღეს გავიხსენო ზურაბ ჟვანია, რომლის ვარსკვლავიც გაიხსნა ევროპაში, სტრასბურგში, რამდენიმე დღის წინ და რომელიც იმ სკოლის დამაარსებელია, რომელიც სახელმწიფო ენას ასწავლის ჩვენს მოქალაქეებს და გვეხმარება ყველას, გავხდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები.

მეც ვსწავლობდი ბავშვობაში ქართულ ენას დედაენით და ის ფაქტი, რომ ეს წიგნი დღეს უბრუნდება სკოლებს და ამით ისწავლიან ჩვენი ბავშვები სახელმწიფო ენას, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია. ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, ან შესაძლებელია ნაწილობრივ გესმით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ვიცი, იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მე პირადად, კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული პასუხისმგებლობა ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე და სწავლაზე. დღეს ასევე ვნახეთ დოკუმენტური ფილმი იაკობ გოგებაშვილის შესახებ. რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს? რადგან ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებისთვის, ერთმანეთის გაგებისა და პატივისცემისთვის.

ენა არის კულტურის კარი, კარი სახელმწიფოს გაძლიერებისა. ამისთვის იბრძოდნენ 1978 წლის 14 აპრილს, რათა სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული. მათ რომ არ გაემარჯვათ, ალბათ, ამას არ მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ეს ყველაფერი ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, რომ ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღი გაიხსნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები