LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე უნდა ვიმუშაო: 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები – პაატა იმნაძე

231
22222222222

“ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურში, რომ ქვეყნისთვის ემსახურათ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტოლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამსახურში გასვლის გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს, თუმცა რეკომენდირებულია 65 წელზე უფროსი, ყველა პროფესიის ადამიანი შინ დარჩეს.

“რეკომენდაცია ყველას ერთანირად ეხება, გინდ ექიმი იყოს და გინდ სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელზე მეტის ვინც არის, ყველა უნდა დარჩეს სახლში და არ გავიდეს გარეთ. მეც 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშაო,” – განაცხადა მან.

იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები ძირითადად ოჯახური კლასტერებია, ამიტომ უახლოეს ადამიანებთანაც დისტანციის დაცვა აუცილებელია.

“სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთ და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგან რაც შემთხვევები გვაქვს, ძირითადად არის ან ოჯახური ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ძალიან გთხოვთ, ყველამ სწორად გამიგეთ: ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც. მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროს, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2 მეტრი”, – განაცხადა იმნაძემ.

 

ასევე იხილეთ:

ყველაზე უმცროსი ინფიცირებული პაციენტი 2 წლისაა – პაატა იმნაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა

ინფიცირებულ ერთ პაციენტს სეფსისი განუვითარდა – მარინა ეზუგბაია

ზუგდიდის ინფექციურში საეჭვო სიმპტომებით 67 წლის მამაკაცი გადაიყვანეს: მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

პოპულალურები