LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვარ ის ქალი, ვინც ზურაბ ჟვანიას პლანი მოაწევინა: თამარ ჩერგოლეიშვილი

3516
BeFunky-collage

“ტა­ბუ­ლას” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ის წლე­ბის წინ სტრას­ბურ­გში მომ­ხდარ ამ­ბავს იხ­სე­ნებს, რა დრო­საც ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მა­რი­ხუ­ა­ნა გა­ა­სინ­ჯა.

“გაასინჯაზე ისტორია მაქვს … სტრასბურგში გადასვლის შემდეგ ძალიან დავმეგობრდით მე და ზურა ჟვანია – 2001-2002 წლები იყო. ჩემი სახლის გვერდით, Régent Petite France-ში ჩერდებოდა, გვიან გადმოდიოდა და მთელი ღამე ჩაის სვამდა, მეჭორავებოდა.

ერთხელ აიხირა, პიკნიკზე მივდივარ და შენც წამოდიო, მაგრად მეზარებოდა, მაგრამ წავედი – არ გავუტეხე. პიკნიკზე რა მეკეთებინა? – ჟვანიას ოპერატორთან და ჩემს მეგობარ ზურიკოსთან ერთად ტყეში გავძვერი, პლანი მოვწიე.

ჩამოვედით.

საღამოს ისევ ამოვიდა და ტყეში რას აკეთებდი ზურიკოსთან და კაკულიასთან ერთად რომ დაძვრებოდიო. მეთქი, this sounds really weird და სჯობს სიმართლე ვუთხრა – მარიხუანას ვეწეოდით და ხო არ გინდოდა მეთქი.

გავსინჯავო…

იმ დღეს მოვერიდე, თან სახლში მარტო არ ვიყავი … მეგობრები ჩერდებოდნენ და ვიფიქრე, ამ პოლიტიკოს კაცს რამე პრობლემა არ შეექმნას და ხვალ ვქნათ, ახლა არ მაქვს მეთქი – კაიო.

წავედით ჩვენს საერთო მეგობართან, მივეცი ჯოინთი, ეწევა… სამი ნაფაზის მერე გამორთმევა ვცადე. არაო, არაფერს მიშვებაო… მეთქი ბატონო ზურა, გიზამთ, მომეცით. მოკლედ, ერთი 6 ნაფაზის შემდეგ წავართვი. სანამ დავდე, მოვტრიალდი და… ზურა გათეთრდა.

ცუდად ვარ და სასწრაფოს გამოუძახე ახლაო.

მეთქი ვაი ჩემს თავს … ახლა უხსენი, რა ვუქენი ამ კაცს, ვინ არის ეს კაცი – თან 2001 წელია, თუ 2002. არ გამოვიძახებ, არ ხარ ცუდად მეთქი… უბრალოდ უცხო კონდიციისგან პანიკაში ხარ და ცოტა ხანში კარგად გახდები მეთქი. მოკლედ ცოტა ხანს ვეჯაჯგურე, მერე წყალი შეისხა და სახლში წამიყვანე ახლაო.

წავიყვანე.

გზაში კარგად გახდა და კარგ ხასიათზე დადგა. სასტუმროსთან რომ მივედით, უკვე ხოდზე იყო. ავედით მაგის ნომერში მე, ზურა და ჩვენი მეგობარი. მე მაგდენი ჩემს სიცოცხლეში არ მიცინია.

დილის ექვსამდე ვხარხარებდი. შევარდნაძე, ნანული, ვიტალი ხაზარაძე… ყველაზე და ყველაფერზე მაცინა.

მოკლედ, მე ვარ ის ქალი, ვინც ზურა ჟვანიას პლანი მოაწევინა და არასოდეს, არასოდეს ვინანებ – ისეთი მაგარი ამბავი დამრჩა თავში სუვენირად.

მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები