LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვარ საქართველოს პრემიერი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი – რა შუაშია ახლა, მე რომ მადარებთ, რატომ სარგებლობს პრემიერის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით?​: ირაკლი ღარიბაშვილი

327
ირაკლი ღარიბაშვილი 23

„მე ვარ საქართველოს პრემიერი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რა შუაშია ახლა, მე რომ მადარებთ, რატომ სარგებლობს პრემიერის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით?, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მისი განმარტებით, ის არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარი მანქანით გადაადგილდება.

„სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ. მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც მე როგორც ვიცი, მოიპარა ფული, თუ გააკოტრა კომპანია. რა შუაშია, მე რომ მადარებთ ახლა და ჩემ ოჯახს, ოჯახის წევრებს, რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს. ეს არის ტყუილი, ეს ერთი, მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად, მე ჩემი მანქანით გადავაადგილდები, ეს ერთი, სხვა თემებზე მე აღარ მსურს საუბარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები