LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეცხრე დღე იყო ყველაზე მსუბუქი” – კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი ნიუ იორკიდან

471
xatia-meshvelianinewsss

ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი კოვიდ-19-ის სიმპტომების შესახებ წერს. ხატია მეშველიანი აღწერს თუ ვისი რჩევებით და როგორ დაამარცხა კორონავირუსი.

“მოგესალმებით მეგობრებო.
მინდა ჩემს შესახებ მოგიყვეთ. ვცხოვრობ ნიუ იორკში. ვარ 36 წლის.
Covid-19 -ით დაინფიცირებულ ადამიანებთან ხუთ დღიანი უშუალო კონტაქტის შემდეგ მეც დამეწყო საყოველთაოდ ცნობილი სიმპტომები.
პირველი რაც შევნიშნე იყო ყელის ტკივილი და 37 C ტემპერატურა.
მეორე დღეს ოდნავ მოიმატა ტემერატურამ, დაახლოებით სამი ხაზით.
ძალიან უსიამოვნო იყო ეს ყველაფერი თუმცა პანიკას არ ავყოლილვარ. გავიკეთე ტესტი და გადავედი თვითიზოლაციაში. დავიწყე მკურნალობა მხოლოდ ცხელი სითხეებით დღეში 14-15 ფინჯანი(ლიმონი, ჯინჯერი თაფლი).
ამ დღეების განმავლობაში მქონდა სისუსტე,თავის ტკივილი და დაბალი ტემპერატურა 37, 5C. სიცხის დამწევი ანუ პარაცეტამოლი მხოლოდ 3-ჯერ მივიღე რაც მაინც და მიანც სასურველი არ ყოფილა როგორც შემდგომში ბატონ ზურაბ გურულთან კონსულტაციისას გავარკვიე, რადგან ჯანმრთელი ორგანიზმი თავად ებრძვის ვირუსს და თუ შესაძლებელია და ასატანია რომ 38 ამდე სიცხეს გაუძლოს ადამიანმა არ ღირს სიცხის დამწევის მიღება.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკაში მოღვაწე ცნობილ ექიმს, ბატონ ზურაბ გურულს. მისი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად რომ მაინც დამითმო დრო რადგან მასთან გასაუბრებამ გამაცნობიერებინა მდგომარეობა უფრო რეალისტურად და მომეხსნა შიშები.

გავთავისუფლდი პანიკისგან,რომელსაც არ ვიმჩნევდი და თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ შინაგანად მაინც ვნერვიულობდი.
მე-5 დღეს ჩემი ტესტის პასუხი იყო დადებითი…

ამ პერიოდს დაემთხვა ის, რომ მომიწია ბინის შეცვლა და ამან გამოიწვია ნერვიულობა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ნერვიულობა ამ დროს ხელისშემშლელია. მქონდა პანიკური შეტევა და უძილობა.
მე-7-მე-8 დღეს ვგრძნობდი ფილტვის არეში მსუბუქ წვას და ჩხვლეტებს, რომელმაც მალევე გამიარა. ეს შეგრძნებები შემდეგ პერიოდულად გადმოდიოდა გულ-მკერდის არეში. შიგადაშიგ მემართებოდა ჰაერის უკმარისობა მსუბუქ ფორმებში, რაც მიმაჩნია რომ იყო ნევროზული,გამოდინარე იქედან რომ ხველება საერთოდ არ მქონია. ჰაერის უკმარისობის მოახსნაში მეხმარებოდა სუნთქვითი ვარჯიშები. ასევე მქონდა უმადობა, საერთოდ არ მინდოდა ჭამა. მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი და მივხვდი, რომ ნელ ნელა ვემშვიდობებოდი ამ ვირუსს.
დღეს მე-10 დღეა და ჯერ ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი დამთავრდა თუმცა თავს კარგად ვგრძნობ.

მთავარი რჩევა რაც შემიძლია გითხრათ – ნუ აჰყვებით პანიკას, რადგან ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. ეს სიმპტომები ხშირად მოჩვენებითია ამ საყოველთაო შიშების ფონზე. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამ ვირუსით არიან დაინფიცირებულები და ვარდებიან პანიკაში.

კიდევ ერთხელ !!! – ნუ აჰყვებით პანიკას, რადგან გართულებული ხველა და გაუსაძლისი უჰაერობა თუ არ გჭირთ, რომც იყოს თქვენში ვირუსი, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქ ფორმებში გაქვთ და ის თავისით გაივლის. არც ისეთი რთული ყოფილა, როგორიც მანამდე მეგონა.

იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რომ ეს ვირუსი არის დროებითი და რამდენიმე დღეში თავისით წავა.
ყოველი შემთხვევისთვის, მე ვაგრძელებ თვით იზოლაციაში ყოფნას კიდევ 10 დღე, რათა გავუფრთხილდე სხვა ადამიანებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დარჩით სახლში! ❤️”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები