LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეცოდება ეს ახალგაზრდა ქალი ასე საქვეყნოდ სათრევად”

2148
bachaliashvilinewsgst

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს და მისი პირადი ცხოვრების აქტიურად განხილვას ეხმაურება და წერს:

“კი, ადამიანები იკლავენ თავს. და ამის მიზეზი, ხან მძიმე ფსიქიკური პრობლემებია, ხან ოჯახია, ხან წარუმატებელი სიყვარული, ხან რა და ხან რა. უმიმეზოდ – “მოდი, აბა, თავს მოვიკლავ”, ამას არავინ აკეთებს.

არ ვიცი, მე შეიძლება მინდა მჯეროდეს, რომ 23 წლის ქალმა თავი მოიკლა.

და ქვეცნობიერად, ვიცი კიდეც, რატომ მინდა მჯეროდეს ამისი.
იმიტომ, რომ არ მინდა, ვცხოვრობდე, უფრო ზუსად კი ჩემი შვილი ცხოვრობდეს ისეთ სახელმწიფოში, სადაც შეიძლება ისე სასტიკად მოგკლან შენი საქმიანობის გამო, როგორც ამ გოგოს ოჯახი ფიქრობს, რომ ის მოკლეს.

კიდევ იმიტომ, რომ მეცოდება ეს ახალგაზრდა ქალი, ასე საქვეყნოდ სათრევად – მისი პირადი ცხოვრება, ვინ უყვარდა, ვის უყვარდა, ვისთან მეგობრობდა, ვის რას სწერდა, რას გეგმავდა, რაზე ოცნებობდა, 40 კილო იყო და გასახდომი ჩაი რად უნდოდა და ა.შ.
მასთან დაკავშირებული თითქმის ყველა ინტერვიუ, ბოლოს ღლიცინში გადადის. ადვოკატიდან დაწყებული, “იდუმალი შეყვარებულით” დამთავრებული, ბოლოს ყველა იღრიჭება.

მშობლებისთვის ყველაზე რთული დასაჯერებელია, რომ შეიძლება შვილმა თავი მოიკლა. და ამის ათასი მიზეზი არსებობს – წესის აუგებლობიდან დაწყებული, “ჩემს შვილს რა სჭირდა თავის მოსაკლავი”-თ დამთავრებული.
თავს ნუ დამესხმებით. ხმამაღლა ვფიქრობ.

გამოძიება რომ კოჭლობით კვდება, ამაზე აღარ ვლაპარაკობ.
უბრალოდ, ხანდახან ადამიანები თავს იკლავენ. და თუ რატომ იკლავენ თავს, ეს უნდა დაადგინოს კარგმა გამოძიებამ – აი, ასე, კუბოს ხრიგინის გარეშე.
პ.ს. კი, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობის ინსცენირებაც ხშირია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები