LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედეა ზირაქაშვილი: მამის ჩართულობა ბავშვის აღრზდის პროცესში სასარგებლო ტენდენციაა

344

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, ბავშვთა ნევროლოგი მედეა ზირაქაშვილი ხშირად აქვეყნებს ბლოგს აქტუალურ თემებზე. ამჯერად ექიმმა ყურადღება ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში მამის როლზე გაამახვილა. ექიმი-ნევროლოგი აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდაში თითოულ მშობელს აქვს თავისი განსაზღვრული და უნიკალური როლი, რაც ჩაუნაცვლებელია. მედეა იხსენებს, რომ რამოდენიმე წლის წინ პატარები ვიზიტზე მხოლოდ დედებსა და ბებიებს დაჰყავდათ, მამა კი მანქანაში ან მოსაცდელში ელოდებოდა. იყო შემთხვევებიც, როცა ის საერთოდ არ იყო ინფორმირებული შვილის ექიმთან ვიზიტის თაობაზე. მედეა სიხარულით აღნიშნავს, რომ დღეს ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა და ბოლო დროს სწორედ მამები იწყებენ ჩივილების გაჟღერებას. მედეას საკუთარი პაციენტების მაგალითებიც მოჰყავს, რომელთა მამები უდიდესი ძალისხმევითა და თერაპიის დახმარებით საუკეთესო გამოსავლისკენ იღწვიან. აღმოჩნდა, რომ მამის ჩართულობა ბავშვის აღრზდის პროცესში სასარგებლო ტენდენციაა და ამას მსოფლიო სტატისტიკაც მოწმობს.

მედეას მაგალითად მოჰყავს National Institute of Child Health and Human Development (NICHD)-ის მერი ჩატარებული კვლევა, საიდანაც ირკვევა, რომ რომ მამა მაშინ უფრო მეტადაა ჩართული აღმზრდელობის პროცესში, როცა:

ნაკლებ დროს ატარებს სამსახურში;

აქვს სტაბილური მენტალური ჯანმრთელობა: მაღალი თვითშეფასება, ხასიათობრივი ცვლილებების და აგრესიის დაბალი დონე, კარგად უმკლავდება  ცხოვრებისეულ გამოწვევებს;

დედა მუშაობს უკიდურესად დიდი დატვირთვით;

ბავშვი ბიჭია;

თბილი და ემპათიური დამოკიდებულებაა ცოლ-ქმარს შორის.

მეტიც, ღმოჩნდა, რომ მამის ჩართულობა ორსულობისას:

ამცირებს დღენაკლულობის და ახალშობილთა სიკვდილიანობის რისკს;

მწეველ დედებში 36% -ით ამცირებს მავნე ჩვევას ამ პერიოდში.

თურმე დაბადებიდან 2 საათის განმავლობაში მამასთან კანით-კანზე კონტაქტის შემთხვევაში ახალშობილები ნაკლებად ტირიან და ჭირვეულობენ.

კვლევებით დადგინდა, რომ,  ჩვილობისას მამას შეუძლია ისევე აქტიური ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან , როგორც დედას. მათ შეუძლიათ ეთამაშონ ბავშვს, შექმნან გაცილებით მეტად მასტიმულირებელი, ენერგიული და სახალისო გარემო ბავშვისთვის.

ბავშვთან საკუთარი ემოციების თანხვედრის, მათი სიმძლავრის და ექსპრესიის თვალსაზრისით მამის და დედის დამოკიდებულება აბსოლუტურად ერთნაირი აღმოჩნდა, თამაშის ასპექტში კი, სასურველი ურთიერთობა, ხარისხობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით,  უკეთესი აღმოჩნდა მამებთან. მამასთან აქტიური ურთიერთობით სტიმულირდება ცნობისმოყვარეობის, შეცნობის და დამოუკიდებლობის უნარები, მაშინ როდესაც დედასთან თუნდაც ნაკლები ინტენსივობის ურიერთობა მნიშვნელოვანია უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისათვის.

აქვე მედეა ზირაქაშვილს მაგალითად მოჰყავს ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაცია, რომელიც მეტყველების განვითარების სტიმულაციაში მამის როლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ასევე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მამის როლი თინეიჯერთა აღზრდაში. ვრცლად მედეა ზირაქიშვილის ბლოგს თანამედროვე მამის როლზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. ნვეროლოგი ამბობს, რომ საჭიროა მუდმივი გამხნევება, მხარდაჭერა, მინიშნება მამებისთვის თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები