LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ჯალალაბადში “თალიბანის” საწინააღმდეგო აქციაზე 3 ადამიანი დაიღუპა

83
1

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “თალიბანის” მებრძოლებმა ჯალალაბადის ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტაკებების დროს დაიღუპა 3 და დაშავდა 12 ადამიანი.

Al Jazeera წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში მოქალაქეები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც თალიბებმა ეროვნული დროშის შეცვლა გადაწყვიტეს. მოქალაქეები დროშის აღმართვას ცდილობდნენ, რა დროსაც გასროლა განხორციელდა.

შეგახსენებთ, ქალაქის ქუჩებში მოქალაქეები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც თალიბებმა ეროვნული დროშის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები