LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი ბრიტანული „ვოგის“ რედაქტორი ხდება

1202
katemegan-diana

ჯერ კიდევ ივნისში ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლი ბრიტანული „ვოგის“ სექტემბრის ნომრის მოწვეული რედაქტორი იქნებოდა. ამჯერად კი ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ მარკლიმ შესაძლოა, ცნობილი გამოცემის რედაქტორობა მთელი წლით ჩაიბაროს. ცნობილია, რომ მეგანს ჟურნალში სპეციალური სვეტი დაეთმობა, რომელიც ერთდროულად ბრიტანულ და ამერიკულ ნომრებში დაიბეჭდება.

აქვე ამბობენ, რომ მეგანი ჟურნალის მეშვეობით აქტიურად იბრძოლებს ქალთა უფლებებისთვის, სწორედ ამ თემაზე წერს ბლოგს მარკლი სექტემბრის ნომრისთვის. გამოცემა The Sun ამტკიცებს, რომ მეგანი არასოდეს ისაუბრებს პირადზე და მხოლოდ ქალთა უფლებებზე იქნება ორიენტირებული. წყაროს მტკიცებით, მას ბლოგის წერის იდეა ამალ კლუნიმ შთააგონა. აქვე ცნობილია, რომ სექტემბრის ნომრის ფოტოსესიას ენი ლეიბოვიცი იღებს, თუმცა მეგანის მოთხოვნით ის გარეკანზე არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ვოგის“ გარეკანს სხვადასხვა დროს ქეით მიდლტონი და პრინცესა დაიანა ამშვენებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები