LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი პრინცესა დიანას საყვარელი სამაჯურით (ფოტო)

megan

ექვსი თვის ორსული მეგან მარკლი აქტიურად ჩაერთო სამეფო ოჯახის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. სასექსის ჰერცოგინია მეუღლესთან, პრინც ჰარისთან ერთად ალბერტ-ჰოლში Cirque du Soleil-ის პრემიერას დაესწრო.

ამ დღეს მეგან მარკლიმ არჩევანი „როლანდ მოურეტის“ მბზინავ საღამოს კაბაზე გააკეთა, რომელსაც შავი ფერის ფეხსაცმელი და კლატჩი შეუხამა. კაბის ღირებულება 2495 ფუნტი სტერლინგია, „სტიუარტ ვეისტმანის“ ფეხსაცმლის კი, 355 ფუნტი. ყველაზე მეტად კი საზოგადოების ყურადღება მეგანის სამკაულმა მიიქცია. სასექსის ჰერცოგინიას პრინცესა დიანას საყვარელი სამაჯური ეკეთა, რომელიც „ჟივენშის“ მოდის სახლმა შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები